Skip to content

Netgazeti(https://netgazeti.ge/)

ნეტგაზეთი

მხარდაჭერა(https://flitt.site/netgazetiandbatumelebi/#/)

დაგვამატე Google-ში(https://www.google.com/preferences/source?q=netgazeti.ge)

Menu

ბათუმელები(https://batumelebi.ge) | RU(https://ru.netgazeti.ge)

Open Search

Posted in ახალი ამბები(https://netgazeti.ge/category/news/)

„ტვ პირველის“ ცნობით, ქეთი დუმბაძის შვილი ერთ-ერთ კინოპროდიუსერს დაესხა თავს – დაწყებულია გამოძიება

11.11.2026 11.11.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.(https://netgazeti.ge/tag/მზია-ამაღლობელი/)

„ტვ პირველის“ ინფორმაციით,(https://www.facebook.com/reel/2037311443625548) მწერალთა სახლის ხელმძღვანელის, ქეთევან დუმბაძის შვილს – ნოდარ მაჭარაშვილს პოლიცია ეძებს. ტელევიზიის ინფორმაციით, გასულ შაბათს, 7 ნოემბერს, თბილისში ნოდარ მაჭარაშვილი მწერალ ერეკლე დეისაძის საღამოზე თავს დაესხა კონოპროდიუსერს და დაზიანებები მიაყენა.

„ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

უწყებას სხვა დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

2024 წელს ქეთევან დუმბაძის შვილი, ნოდარ მაჭარაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა(https://netgazeti.ge/news/754854/) მწერალ ტორესა მოსის. შემთხვევა მწერალთა სახლის შენობაში მოხდა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.(https://flitt.site/netgazetiandbatumelebi/#/)

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.(https://flitt.site/netgazetiandbatumelebi/#/)