Skip to content

Netgazeti(https://netgazeti.ge/)

ნეტგაზეთი

მხარდაჭერა(https://flitt.site/netgazetiandbatumelebi/#/)

დაგვამატე Google-ში(https://www.google.com/preferences/source?q=netgazeti.ge)

Menu

ბათუმელები(https://batumelebi.ge) | RU(https://ru.netgazeti.ge)

Open Search

Posted in ახალი ამბები(https://netgazeti.ge/category/news/)

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მიტროპოლიტი იობის კრიტიკულ ქადაგებას ეხმაურება

11.11.2026 11.11.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.(https://netgazeti.ge/tag/მზია-ამაღლობელი/)

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ეხმაურება მიტროპოლიტი იობის კრიტიკულ ქადაგებას და ძველი აღთქმიდან ისრაელის სოლომონ მეფის იგავს ციტირებს.

„ნუ ამხილებ უკეთურთა, რათა არა მოგიძულონ შენ, ამხილე ბრძენსა და შეგიყუაროს შენ.” (იგავნი სოლომონისა.9, 8.)“, – წერს ეპისკოპოსი გიორგი.

იგავის ინტერპრეტაციაა, ნუ ამხელ დამცინავსა და უზნეოს, რათა არ შეგიძულოს, ამხილე ბრძენი და ის შეგიყვარებს.

დღესვე მიტროპოლიტი იობის ქადაგებას გამოეხმაურა მესტიისა(https://netgazeti.ge/news/821709/) და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი, რომელმაც ხელისუფლებას ერის წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებისკენ მოუწოდა.

„ეკლესიის ხმა ვერ იქნება დადუმებული მატერიალური კეთილდღეობით, სახელმწიფო დაფინანსებითა თუ ფარული ზეწოლის მექანიზმებით, რადგან ჩვენი მთავარი ანგარიშვალდებულება უფლისა და ჩვენი მრევლის წინაშე“, – წერს ის.

10 ნოემბერს მიტროპოლიტმა იობმა ურბნისის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას თქვა, რომ „დღევანდელმა ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“ და ამჟამინდელი ხელისუფლება „არაეკლესიურია“. მისივე თქმით, „საქართველოში კორუფცია ყვავის“.

„ამ მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი კეთდება, ყველაფერი იყიდება. კი, მშვიდობა შეგვინარჩუნა ხელისუფლებამ, მაგრამ ახალგაზრდების გადინებაა უცხოეთში, სოფლები დაიცალა და სხვა ტომის ხალხი შემოდის საქართველოში. სიკვდილიანობა აჭარბებს დაბადებას“, – თქვა მიტროპოლიტმა იობმა.

ამ კრიტიკულ ქადაგებას გამოხმაურებები მოჰყვა „ქართულ ოცნებაშიც“:

„უპასუხისმგებლო განცხადებაა“ – რას პასუხობენ „ოცნებაში“ მიტროპოლიტ იობს(https://netgazeti.ge/news/821676/)

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.(https://flitt.site/netgazetiandbatumelebi/#/)