menu

სიახლეები(https://napr.gov.ge/ka/page/ka/news)

სააგენტოს შესახებ

arrow_drop_down

apartment ჩვენ შესახებ(https://napr.gov.ge/ka/page/ka/about-agency) account_tree სტრუქტურა(https://napr.gov.ge/ka/page/ka/department) history ისტორია(https://napr.gov.ge/ka/page/ka/history-and-head-of-agency) assignment ანგარიში(https://napr.gov.ge/ka/page/ka/report) tactic სტრატეგია(https://napr.gov.ge/ka/page/ka/strategy) group_add ვაკანსია(https://napr.gov.ge/ka/page/ka/vacancy) book_2 პუბლიკაცია(https://napr.gov.ge/ka/page/ka/single-page/publication) assignment პერსონალური მონაცემების დამუშავება(https://napr.gov.ge/ka/page/ka/single-page/processing-of-personal-data)

საჭირო ინფორმაცია

arrow_drop_down

quiz ხშირად დასმული კითხვები(https://napr.gov.ge/ka/page/ka/page/frequently-asked-questions) account_balance_wallet საფასური და ვადები(https://napr.gov.ge/ka/page/ka/page/fees-and-terms) assignment დოკუმენტების ნიმუშები(https://napr.gov.ge/ka/page/ka/page/sample-documents) cards საკონსულტაციო ბარათები(https://napr.gov.ge/ka/page/ka/page/consultation-cards) activity_zone რეგისტრაცია სავალდებულო საქმიანობები(https://napr.gov.ge/ka/page/ka/single-page/activities-requiring-registration) assignment ეროვნული კლასიფიკატორი(https://napr.gov.ge/ka/page/ka/single-page/national-classifier) assignment კადასტრი(https://napr.gov.ge/ka/page/ka/single-page/cadastre) summarize გეოინფორმაციული დოკუმენტაცია(https://napr.gov.ge/ka/page/ka/single-page/geoinformational-documentation) location_city მომსახურების ცენტრები(https://napr.gov.ge/ka/page/ka/page/service-centers) verified სერტიფიცირებული ამზომველები(https://napr.gov.ge/ka/page/ka/single-page/verified-surveyors) person_check ავტორიზებული მომხმარებლები(https://napr.gov.ge/ka/page/ka/page/authorized-customers) cards სააგენტოს სერვისების კატალოგი(https://napr.gov.ge/ka/page/ka/page/agency-services-catalog)

საჯარო ინფორმაცია

arrow_drop_down

account_balance სახელმწიფოს შესყიდვები და ქონების პრივატიზება(https://napr.gov.ge/ka/page/ka/page/public-procurement) group საკადრო უზრუნველყოფა(https://napr.gov.ge/ka/page/ka/page/human-resource-management) data_info_alert ინფორმაციის ხელმისაწვდომობა(https://napr.gov.ge/ka/page/ka/page/information-accessibility) payments ფინანსები და ხარჯთაღრიცხვა(https://napr.gov.ge/ka/page/ka/page/finances-budgeting) policy სამართლებრივი აქტები(https://napr.gov.ge/ka/page/ka/page/legal-acts)

სტატისტიკა(https://napr.gov.ge/ka/page/ka/statistic)

კონტაქტი(https://napr.gov.ge/ka/page/ka/contact)

search

English

სიახლეები(https://napr.gov.ge/ka/page/ka/news)

სააგენტოს შესახებ arrow_drop_down

ჩვენ შესახებ(https://napr.gov.ge/ka/page/ka/about-agency)

სტრუქტურა(https://napr.gov.ge/ka/page/ka/department)

ისტორია(https://napr.gov.ge/ka/page/ka/history-and-head-of-agency)

ანგარიში(https://napr.gov.ge/ka/page/ka/report)

სტრატეგია(https://napr.gov.ge/ka/page/ka/strategy)

ვაკანსია(https://napr.gov.ge/ka/page/ka/vacancy)

პუბლიკაცია(https://napr.gov.ge/ka/page/ka/single-page/publication)

პერსონალური მონაცემების დამუშავება(https://napr.gov.ge/ka/page/ka/single-page/processing-of-personal-data)

საჭირო ინფორმაცია arrow_drop_down

ხშირად დასმული კითხვები(https://napr.gov.ge/ka/page/ka/page/frequently-asked-questions)

საფასური და ვადები(https://napr.gov.ge/ka/page/ka/page/fees-and-terms)

დოკუმენტების ნიმუშები(https://napr.gov.ge/ka/page/ka/page/sample-documents)

საკონსულტაციო ბარათები(https://napr.gov.ge/ka/page/ka/page/consultation-cards)

რეგისტრაცია სავალდებულო საქმიანობები(https://napr.gov.ge/ka/page/ka/single-page/activities-requiring-registration)

ეროვნული კლასიფიკატორი(https://napr.gov.ge/ka/page/ka/single-page/national-classifier)

კადასტრი(https://napr.gov.ge/ka/page/ka/single-page/cadastre)

გეოინფორმაციული დოკუმენტაცია(https://napr.gov.ge/ka/page/ka/single-page/geoinformational-documentation)

მომსახურების ცენტრები(https://napr.gov.ge/ka/page/ka/page/service-centers)

სერტიფიცირებული ამზომველები(https://napr.gov.ge/ka/page/ka/single-page/verified-surveyors)

ავტორიზებული მომხმარებლები(https://napr.gov.ge/ka/page/ka/page/authorized-customers)

სააგენტოს სერვისების კატალოგი(https://napr.gov.ge/ka/page/ka/page/agency-services-catalog)

საჯარო ინფორმაცია arrow_drop_down

სახელმწიფოს შესყიდვები და ქონების პრივატიზება(https://napr.gov.ge/ka/page/ka/page/public-procurement)

საკადრო უზრუნველყოფა(https://napr.gov.ge/ka/page/ka/page/human-resource-management)

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა(https://napr.gov.ge/ka/page/ka/page/information-accessibility)

ფინანსები და ხარჯთაღრიცხვა(https://napr.gov.ge/ka/page/ka/page/finances-budgeting)

სამართლებრივი აქტები(https://napr.gov.ge/ka/page/ka/page/legal-acts)

სტატისტიკა(https://napr.gov.ge/ka/page/ka/statistic)

კონტაქტი(https://napr.gov.ge/ka/page/ka/contact)

search close_small delete

სიახლე სმართ კონტრაქტი

ნახეთ აქ(https://napr.gov.ge/ka/page/ka/smart-contract)

ხელმისაწვდომობის ასისტენტი

ფონტის ზომა

კურსორის ზომა

შავ-თეთრი

შებრუნებული ფერები

სურათების დამალვა

ანიმაციების შეჩერება

ხმოვანი ასისტენტი

პარამეტრების გადატვირთვა

quiz

ხშირად დასმული კითხვები

მეწარმე სუბიექტების რეგისტრაცია(https://napr.gov.ge/ka/page/ka/page/frequently-asked-questions/business-registration-faq)

ეკონომიკური საქმიანობა(https://napr.gov.ge/ka/page/ka/page/frequently-asked-questions/economic-activity)

გონიერი კონტრაქტი(https://napr.gov.ge/ka/page/ka/page/frequently-asked-questions/faq-smart-contract)

პარტიების რეგისტრაცია(https://napr.gov.ge/ka/page/ka/page/frequently-asked-questions/registration-of-the-political)

გირავნობა ლიზინგი(https://napr.gov.ge/ka/page/ka/page/frequently-asked-questions/pledge-lease)

მისამართის რეგისტრაცია(https://napr.gov.ge/ka/page/ka/page/frequently-asked-questions/address-registration)

arrow_right_alt

ვისზე და რა შემთხვევაში გაიცემა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან?

arrow_drop_down_circle

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერი გაიცემა ნებისმიერ პირზე შესაბამისი მოთხოვნისას. ამონაწერი მზადდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად (გარდა რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევისა).

რომელი მეწარმე იურიდიული პირები რეგისტრირდებიან მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში?

arrow_drop_down_circle

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირდებიან შემდეგი სამეწარმეო საზოგადოებები:

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება

კომანდიტური საზოგადოება

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება

სააქციო საზოგადოება

კოოპერატივი

რა არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი?

arrow_drop_down_circle

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. მისი მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი შეიძლება იყოს წევრობაზე დაფუძნებული, წევრთა მდგომარეობაზე დამოკიდებული ან მისგან დამოუკიდებელი.

ვინ არის ინდივიდუალური მეწარმე?

arrow_drop_down_circle

ინდივიდუალური მეწარმე არის ფიზიკური პირი, რომელიც საქმიან ურთიერთობებში გამოდის საკუთარი სახელით. ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი.

რა სახით აგებს ინდივიდუალური მეწარმე პასუხს თავისი ვალდებულებებისთვის?

arrow_drop_down_circle

ინდივიდუალური მეწარმე სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისთვის კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით, თუ ინდივიდუალურ მეწარმესა და კრედიტორს შორის შეთანხმებით (გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისა) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ვინ არის ინდივიდუალური მეწარმის უფლებამონაცვლე, მისი რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში?

arrow_drop_down_circle

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში მისი უფლებამონაცვლეა შესაბამისი ფიზიკური პირი.

აუცილებელია თუ არა უძრავი ნივთის მესაკუთრის სათანადო ფორმით შედგენილი თანხმობა ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციისას?

arrow_drop_down_circle

თუ გაცხადებულ მისამართზე არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრე დაინტერესებული პირია, იურიდიული მისამართის განსაზღვრისთვის დამატებითი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის. პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ მისამართზე (ასევე დევნილის მოწმობაში მითითებულ დროებით საცხოვრებელი ადგილის მისამართზე) ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციისთვის მესაკუთრის თანხმობის ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის. სხვა შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს დამატებით სავალდებულოდ უნდა წარედგინოს უძრავი ნივთის მესაკუთრის სათანადო ფორმით შედგენილი თანხმობა ან უძრავი ნივთით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი სათანადო ფორმით შედგენილი დოკუმენტი.

რის საფუძველზეა შესაძლებელი ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმება?

arrow_drop_down_circle

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია თავად ინდივიდუალური მეწარმის განცხადების ან ინდივიდუალური მეწარმის გარდაცვალების, გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შემთხვევაში. ასევე, მისი მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში, თუ მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

ინდივიდუალური მეწარმის გარდაცვალების, გარდაცვლილად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში რეგისტრაციის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი იქნება გარდაცვალების მოწმობა ან ინდივიდუალური მეწარმის გარდაცვლილად/უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში – სასამართლოს გადაწყვეტილება.

რა არის სტანდარტული წესდება? რომელ მეწარმე სუბიექტს შეუძლია ისარგებლოს სტანდარტული წესდებით?

arrow_drop_down_circle

იურიდიული პირის რეგისტრაციის მიზნით, სააგენტოს სავალდებულოდ წარედგინება ყველა დამფუძნებლის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სადამფუძნებლო შეთანხმება. სადამფუძნებლო შეთანხმების სავალდებულო შემადგენელი ნაწილია იურიდიული პირის წესდება.

შესაძლებელია დამფუძნებლებმა თავად შეიმუშავონ იურიდიული პირის წესდება. იმ შეთხვევაში, თუ დამფუძნებლები თავად არ შეიმუშავებენ წესდებას, შესაძლოა ისარგებლონ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ შესაბამისი სამართლებრივი ფორმის სუბიექტისთვის დამტკიცებული სტანდარტული წესდებით, რომელიც მიიჩნევა სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმების ნაწილად. სტანდარტული წესდების გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მეწარმე იურიდიულ პირს, შესაბამისი სამართლებრივი ფორმის მიხედვით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 29 ნოემბრის №791 ბრძანებით დამტკიცებული სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის სტანდარტული წესდებები შესაძლებელია იხილოთ: ბმულზე

რომელი სუბიექტების ვალდებულებაა სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა?

arrow_drop_down_circle

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კოოპერატივი და უცხოური საწარმოს ფილიალი ვალდებული არიან 2026 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ საწარმოს ან/და ფილიალის სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულ საწარმოს მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უჩერდება რეგისტრაცია, ამის შესახებ მიეთითება რეესტრში და რეესტრიდან ამონაწერი აღარ გაიცემა. მარეგისტრირებელი ორგანო აღნიშნული საწარმოს საიდენტიფიკაციო მონაცემებს აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და საქართველოში მოქმედ ბანკებს. რეგისტრაციის შეჩერება გულისხმობს საწარმოს/ფილიალის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის/პირების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას, აგრეთვე რეგისტრაციაშეჩერებული საწარმოს მიერ ქონების განკარგვის, საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობის, საბანკო ანგარიშის მართვის, ახალი ანგარიშის გახსნის, ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის, კრედიტის აღების შესაძლებლობის შეზღუდვას. რეგისტრაცია აღდგება მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულების შესრულებისთანავე. რეგისტრაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ინფორმაციის სახით ქვეყნდება მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიანი ელექტრონული პორტალის რეგისტრირებული მონაცემების გვერდზე, რომელიც სპეციალურად ხელახალი რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციის განთავსებისთვის იქნება განკუთვნილი. კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო 2027 წლის 1 იანვრიდან იღებს გადაწყვეტილებას ამ ვალდებულების დამრღვევი მეწარმის რეგისტრაციის ხარვეზიანობის შესახებ და ხარვეზის აღმოსაფხვრელად მას 3-თვიან ვადას უდგენს. შესაბამისი ინფორმაცია ქვეყნდება მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიანი ელექტრონული პორტალის რეგისტრირებული მონაცემების გვერდზე.