საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური საიტი | GEOCHESS.GE

Main Menu

მთავარი(https://geochess.ge/)

ფედერაცია

ფედერაცია(https://geochess.ge/category/news/)

რეგიონები(https://geochess.ge/category/regions/)

მსაჯები(https://geochess.ge/category/referees/)

ისტორია

ანდრია დადიანი(https://geochess.ge/andria-dadiani/)

პაოლო იაშვილი(https://geochess.ge/%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98/)

ჭადრაკის განვითარების ისტორიიდან(https://geochess.ge/from-the-history-of-chess-development/)

პროფესიული ჭადრაკის სათავეებთან(https://geochess.ge/at-the-forefront-of-professional-chess/)

მნიშვნელოვანი თარიღები(https://geochess.ge/important-dates/)

ტურნირები

კალენდარი(https://geochess.ge/calendar/)

საერთაშორისო ტურნირები(https://geochess.ge/category/international-tournaments/)

ეროვნული ტურნირები

რეიტინგები

სიახლეები(https://geochess.ge/category/national-tournaments/)

ტურნირები 2021წ.(https://geochess.ge/tournaments-2021/)

ტურნირები 2022წ.(https://geochess.ge/tournaments-2022/)

ტურნირები 2023წ.(https://geochess.ge/tournaments-2023/)

განათლება

ჭადრაკი ინგლისურად(https://geochess.ge/%e1%83%ad%e1%83%90%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%99%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93/)

ChessBase(https://geochess.ge/chessbase/)

რეგიონებში ჩაწერილი ChessBase26(https://geochess.ge/%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a9%e1%83%90%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-chessbase26/)

ლიცენზირებული მწვრთნელი(https://geochess.ge/coaches/)

A1 – ურეიტინგო(https://coaches.geochess.ge/tr)

A2 – რეიტინგი 2200(https://coaches.geochess.ge/tr)

აკრედიტირებული სასწავლებელი(https://geochess.ge/coaches/)

აკრედიტაციის წესი(https://geochess.ge/accreditation-rules/)

ბაადურ ჯობავა ატირაუს საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია!(https://geochess.ge/2508/%e1%83%91%e1%83%90%e1%83%90%e1%83%93%e1%83%a3%e1%83%a0-%e1%83%af%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90/)

ჭადრაკის პედაგოგთა ტესტირება და ლიცენზირება იწყება!(https://geochess.ge/2502/%e1%83%ad%e1%83%90%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%99%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98/)

კესარია მგელაძე – მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!(https://geochess.ge/2499/%e1%83%99%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9d/)

პროფესიული ჭადრაკის სათავეებთან

Home(https://geochess.ge/) › პროფესიული ჭადრაკის სათავეებთან

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ემბლემაზე 1877 წლის დაფიქსირებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ამ თარიღს ჩვენი ჭადრაკის ისტორიისათის . 1877 წლის სექტემბერში თბილისში ექვსმა პიროვნებამ ჭადრაკის მოყვარულთა წრე დააფუძნა. პირობის მიხედვით ისინი კვირაში ერთხელ იკრიბებოდნენ თითოეული მათგანის ბინაში. ეს ცნობა მოძიებულია ჟურნალში „შახმატნი ლისტოკი“ 1878 №1.

სავარაუდოდ ერთერთი დამფუძნებელია ალექსანდრ სმიტენი – თბილისის სასამართლო პალატის წევრი, შემდგომში თავმჯდომარე, უმაღლესი სამოქალაქო წოდებით.

თბილისში ჭადრაკის მოყვარულთა წრის შექმნის ფაქტი დიდი ხანია ცნობილი იყო. განსაკუთრებული ყურადღება მას არ ექცეოდა, იმ ძირითადი მიზეზის გამო, რომ არაფერი იყო ცნობილი ამ წრის მუშაობის შესახებ.

ჩვენს მიერ ამ ბოლო დროს მოძიებული მე–19 საუკუნის თბილისის ტურნირების შეჯერებამ მანამდე ცნობილ მატჩებთან იმ დასკვნამდე მიგვიყვანა , რომ ამ წრემ სათავე დაუდო თბილისში თანამედროვე საჭადრაკო ცხოვრებას. ტურნირები იმართებოდა საორგანიზაციო კომიტეტის მიერ, დებულების თანახმად, საათით და პარტიების ცაწერით. რა თქმა უნდა პროფესიული დამოკიდებულება თანდათანობით ყალიბდებოდა.

მე–19 საუკუნეში დიდ საჭადრაკო ცენტრებში კი ტურნირების ორგანიზაცია ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული. გაცილებით იოლი იყო მატჩების გამართვა. 1878 წელს თბილიში ანდრია დადიანის მატჩი ალექსანდრ სმიტენთან ამ წრის მუშაობას უნდა დავუკავშიროთ.

1877 წელს თბილისში სამკურნალოდ იყო ჩამოსული მოსკოვის იმდროინდელი უძლიერესი მოჭადრაკე ალექსანდრ სოლოვცოვი. ისტორიამ სმიტენისა და სოლოვცოვის საჭადრაკო ბატალიების ზუსტი სტატისტიკა შემოგვინახა. სოლოვცოვმა 57 პარტიაში გაიმარჯვა და 20–ჯერ დამარცხდა. მხოლოდ ოთხი პარტია დამთავრდა ყაიმით. ზოგიერთ პარტიაში სოლოვცოვი ხარისხის გარეშე თამაშობდა. (სმიტენი პარტიას იწყებდა B1 მხედრის, ხოლო სოლოვცოვი A8ეტლის გარეშე). მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი ალექსანდრ სოლოვცოვი სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდა თვით მიხეილ ჩიგორინს. ისინი ერთმანეთს 32–ჯერ შეხვდნენ საჭადრაკო დაფასთან. სამი პარტია ყაიმით დამთავრდა. სოლოვცოვმა თოთხმეტ პარტიაში იმარჯვა, ხოლო ჩიგორინმა კი თხუთმეტში.

ალექსანდრ სოლოვცოვს ანდრია დადიანთანაც მოუწია პაექრობა. დღეისათვის ცნობილია ორი პარტიის ჩანაწერი. ორივე მათგანი დადიანმა მოიგო. პირველი 1878 წელს თბილისში, ხოლო მეორე კი მოსკოვში 1885 წელს.

1888 წელს 5–23 ივნისს ანდრია დადიანსა და ალექსანდრ სმიტენს შორის ჩატარებული მეორე მატჩიც თბილისის ჭადრაკის მოყვარულთა წრის მუშაობის აქტივში უნდა მივათვალოთ. მატჩი დასრულდა 81/2 – 31/2 დადიანის სასარგებლოდ. ამ მატჩის პერიპეტიებს აღწერს თენგიზ გიორგაძე წიგნში „თამაშობს ანდრია დადიანი“ – 1972.

ჭადრაკის მოყვარულთა წრის ყველაზე დიდი დამსახურება ოფიციალური ტურნირების ორგანიზაციაა. ეს ტურნირები ერდელის უკრაინიდან თბილისში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

პირველი ტურნირი თბილისში 1892 წლის 14 იანვარს დაიწყო. მასში 23 მონაწილე ჩაეწერა. ჟურნალი „შახმატნიე ობოზრენიე“ 1892 წ. №7 შენიშნავს, რომ ოთხმა ძლიერმა ადგილობრივმა მოჭადრაკემ ტურნირში თამაში ვერ მოახერხა.